საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში რუმინეთს სძლია და ელიტის საგზური მოიპოვა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში რუმინეთს სძლია და ელიტის საგზური მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში რუმინეთს სძლია და ელიტის საგზური მოიპოვა
15-08-2023, 17:28
Aa Aa
გაზიარება:

საქართველომ მასპინძელი რუმინეთი 70:68 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ელიტის საგზური მოიპოვა.

ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა და 2024 წლის კონტინენტის პირველობის ელიტაში იასპარეზებს.

ჩვენს გუნდში 23 ქულით ბომბარდირი გახდა მათე ხატიაშვილი. საერთო სარგებლიანობით საქართველოს ავთანდილ ბახტაძემ ულიდერა, რომელმაც 18 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ტრადიციულად, ტურნირზე გამოვლინდა საუკეთესო, ეგრეთწოდებული წიმბოლური ხუთეული, რომელშიც ჩვენი ნაკრებიდან ავთანდილ ბახტაძე შევიდა.

ავთანდილ ბახტაძე (საქართველო), ბორნა კატანოვიჩი (ხორვატია), როკო იემო (ხორვატია), ივაილო სრინსკი (ბულგარეთი), კოდრუტ-ალექსანდერ დინუ (რუმინეთი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი