მამარდაშვილი რეალ მადრიდში? - ტრანსფერი, რომელიც ქართული ფეხბურთის რეალობას შეცვლის » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი რეალ მადრიდში? - ტრანსფერი, რომელიც ქართული ფეხბურთის რეალობას შეცვლის

მამარდაშვილი რეალ მადრიდში? - ტრანსფერი, რომელიც ქართული ფეხბურთის რეალობას შეცვლის
10-08-2023, 23:23
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალის მეკარემ, ტიბო კურტუამ ვარჯიშზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც შესაძლოა ბელგიელმა სეზონის ბოლომდე იუქმოს.

ცხადია, სცენარის ასეთი განვითარების შედეგად, სამეფო კლუბს სასწრაფოდ ახალი მეკარის დამატება მოუწევს, რომელიც კურტუას ჩაანაცვლებს.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენტინო პერესი 31 წლის მეკარის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად საქართველოს ნაკრების და ვალენსიას ახალგაზრდა მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს განიხილავს.

სხვა კონკრეტული ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ რეალ მადრიდი დაკვირვებას კიდევ რამდენიმე მეკარეზე აწარმოებს - საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი