შეთანხმება ახლოვდება - 'ნაპოლი' შვედ ნახევარმცველს იმატებს » სპორტის ხაზი

შეთანხმება ახლოვდება - 'ნაპოლი' შვედ ნახევარმცველს იმატებს

შეთანხმება ახლოვდება - 'ნაპოლი' შვედ ნახევარმცველს იმატებს
9-08-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონი ნაპოლი ძალიან მალე გაიფორმებს საფრანგეთის რეიმსისა და შვედეთის ნაკრების საყრდენ ნახევარმცველს, იენს კაიუსტეს, – წერს ფრანგული ინტერნეტგამოცემა Foot Mercato.

მხარეებმა შეათანხმეს 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი და უახლოეს საათებში კაიუსტე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს მოაწერს ხელს.

2022-23 წლების სეზონში ნახევარმცველმა რეიმსის რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. შვედეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 15 მატჩია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი