ფიქრები ბარსელონასკენ - ნეიმარს 'პსჟ'-დან წასვლა სურს » სპორტის ხაზი

ფიქრები ბარსელონასკენ - ნეიმარს 'პსჟ'-დან წასვლა სურს

ფიქრები ბარსელონასკენ - ნეიმარს 'პსჟ'-დან წასვლა სურს
7-08-2023, 22:23
Aa Aa
გაზიარება:

ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენს განუცხადა, რომ ამ ზაფხულს კლუბის დატოვება და სხვა კლუბის მაისურის მორგება სურს, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Equipe-ი ავრცელებს.

წყარო ასევე სძენს, რომ 31 წლის ფეხბურთელს სურვილი აქვს დაბრუნდეს ბარსელონაში, იმ გუნდში, რომელიც მან 2017 წელს რეკორდული სატრანსფერო თანხის შემდეგ დატოვა. მაისში პსჟ-ს გულშემატკივრების მიერ გამართულმა პროტესტმა ბრაზილიელი თავის გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო დაარწმუნა.

ფიქრები ბარსელონასკენ - ნეიმარს 'პსჟ'-დან წასვლა სურს

ნეიმარი ფრანგული კლუბის ღირსებას უკვე ექვსი წელია იცავს

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფრანგული კლუბი ლიონელ მესიმ დატოვა, წასვლის გზას კილიან მბაპეც ადგას, ამიტომ არაა გამორიცხული პარიზელებმა ნეიმარი სასურველი წინადადების შემთხვევაში გაუშვან. თუმცა, მეორე მხარეს ესპანური გრანდი და ფინანსური პრობლემებია, რომელიც კლუბს სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობის საშუალებას არ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ს 2017 წელს შეუერდა. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე ამ დროის განმავლობაში კი 173 მატჩში 118 გოლი და 77 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი