ბრაზილიელი ნეაპოლში იმყოფება - 'ნაპოლიმ' კიმის შემცვლელი იპოვა » სპორტის ხაზი

ბრაზილიელი ნეაპოლში იმყოფება - 'ნაპოლიმ' კიმის შემცვლელი იპოვა

ბრაზილიელი ნეაპოლში იმყოფება - 'ნაპოლიმ' კიმის შემცვლელი იპოვა
7-08-2023, 15:38
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიდან სამხრეთ კორეელი მცველის, კიმ მინ ჯეს ბაიერნში ტრანსფერის შემდეგ, პარტენოპეი ახალ ფეხბურთელს ეძებდა, რომელიც სათანადოდ შეცვლიდა 26 წლის აზიელს.

ბევრი ვარიანტი განიხილებოდა ამ პოზიციაზე და როგორც ჩანს იტალიურმა კლუბმა შესაფერისი კანდიდატი იპოვა - ეს 2001 წელს დაბადებული ბერნანდო ნატანია, რომლიც დებიუტი პროფესიონალურ კარიერაში 2020 წელს, ფლამენგოს მაისურით შედგა.

ბრაზილიელი ნეაპოლში იმყოფება - 'ნაპოლიმ' კიმის შემცვლელი იპოვა

პარტენოპეის ახალი შენაძენი

ამის შემდეგ ბრაზილიელი 2021 წელს, რედბულ ბრაგანტინოში გადავიდა და კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. მიუხედავად კონტრაქტში აღნიშნული თარიღისა მისთვის ბრძოლაში ნაპოლი ჩაერთო, რომელმაც კლუბთან შეთანხმებას მიაღწია.

ნატანის სანაცვლოდ ნეაპოლურმა გუნდმა 10 მილიონი ევრო გადაიხადა, მისი ხელფასი კი სეზონში 1.1 მილიონი ევრო იქნება. სამხრეთამერიკელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.