"ტუხელმა სანე-მანეს ჩხუბის დროს "თოჯინას" როლი შეასრულა" - მანეს აგენტის სკანდალური ინტერვიუ » სპორტის ხაზი

"ტუხელმა სანე-მანეს ჩხუბის დროს "თოჯინას" როლი შეასრულა" - მანეს აგენტის სკანდალური ინტერვიუ

"ტუხელმა სანე-მანეს ჩხუბის დროს "თოჯინას" როლი შეასრულა" - მანეს აგენტის სკანდალური ინტერვიუ
6-08-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნი ცოტა ხნის წინ სადიო მანემ დატოვა და საუდის არაბეთის კლუბ, ალ-ნასრიში გადაბარგდა.

გერმანიის დატოვების შემდეგ, ფეხბურთელის პიარ მენეჯერმა მედიასთან ისაუბრა და "სკანდალური" ინტერვიუც გამოუვიდა, სადაც ძირითადად სანესთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

"ის ფაქტი მართალია, რომ სანემ რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენა მანეს, თუმცა დეტალებში არ შევალ.

სწორედ ამიტომ ვთქვი მაშინ, რომ ბაიერნისგან მანეს სოლიდური თანხით დაჯარიმება უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

ტუხელმა ამ ინციდენტის დროს "თოჯინას" როლი ითამაშა, ამ გუნდ ის არ მართავს, არამედ ტრიბუნაზე მყოფი მოხუცები (იგულისხმება ბაიერნის მფლობელები და წამყვან პოზიციაზე მომუშავე პერსონალი).
", - განაცხადა ბაკარი სისემ.

მანე ფულისთვის არ თამაშობს, ბაიერნთან პირველი შეხვედრის დროს, მან გერმანელებს სიტყვა მისცა, რომ კარიერას ბაიერნში გააგრძელებდა - ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ხელფასი განხილულიც კი არ ყოფილა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.