დემბელეს შემდეგ პედრიც? - ახალგაზრდა ესპანელი პარი სენ-ჟერმენთან კავშირზე საუბრობს » სპორტის ხაზი

დემბელეს შემდეგ პედრიც? - ახალგაზრდა ესპანელი პარი სენ-ჟერმენთან კავშირზე საუბრობს

დემბელეს შემდეგ პედრიც? - ახალგაზრდა ესპანელი პარი სენ-ჟერმენთან კავშირზე საუბრობს
2-08-2023, 16:37
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უსმან დემბელემ თანაგუნდელებთან დამშვიდობება და პარი სენ-ჟერმენში გასამგზავრებლად მზადება დაიწყო.

დღეს კი ფაბრიციო რომანომ ბარსელონას კიდევ ერთი ფეხბურთელის, პედრის სიტყვები გამოაქვეყნა, რომელიც პსჟ-ში გადასვლას შეეხებოდა:

"გავრცელებული ჭორები საერთოდ არ მაინტერესებს, რადგან მე ბარსაში თამაში მსურს. სინამდვილეში ძალიან ბევრი რამ დასჭირდება იმას, რომ ეს კლუბი დავტოვო."

"მე აქ ბევრი წლის განმავლობაში დარჩენას ვაპირებ, ეს ჩემი ოცნების კლუბია. ჩემი მიზანი ისაა, რომ ბარსელონას კაპიტანი გავხდე და საშინაო სტადიონზე ისე ვითამაშო"
, - თქვა პედრიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი