"ხვიჩა და დე ლაურენტისი ერთმანეთს დიმაროში შეხვდნენ და.." - Calcionapoli კვარას კონტრაქტზე წერს » სპორტის ხაზი

"ხვიჩა და დე ლაურენტისი ერთმანეთს დიმაროში შეხვდნენ და.." - Calcionapoli კვარას კონტრაქტზე წერს

"ხვიჩა და დე ლაურენტისი ერთმანეთს დიმაროში შეხვდნენ და.." - Calcionapoli კვარას კონტრაქტზე წერს
2-08-2023, 15:31
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან გასაფორმებელი კონტრაქტის საგა გრძელდება. როგორც გვარწმუნებენ, ქართველი ვინგერი კლუბიდან ამ ზაფხულს წასვლას არ აპირებს, თუმცა მისი ახალი ხელშეკრულება ჯერჯერობით ისევ არ ჩანს.

მიუხედავად ამისა, Calcionapoli-მ დაწერა, რომ ბოლო დღეებში ხვიჩა და დე ლაურენტისი ერთმანეთს დიმაროში შეხვდნენ და ახალი კონტრაქტის დეტალებიც განიხილეს. ამავე გამოცემის ინფორმაციის მიხედვით, კვარასა და ოსიმენის ხელშეკრულებათა განახლების პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული.

ამის პარალელურად, საქართველოს ნაკრების ლიდერს კვლავ უკავშირებენ ისეთ გუნდებს, როგორებიც მანჩესტერ სიტი, ლონდონის არსენალი, პარი სენ-ჟერმენი და სხვები არიან. როგორც ჩანს, სანამ ხვიჩას საკონტრაქტო საგა არ დასრულდება, მანამდე ტრანსფერზე საუბარი მუდმივად აქტუალური იქნება.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას ამ ეტაპისთვის პარტენოპეისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, მისი განახლება კი 2028 წლამდე იგეგმება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი