"მოედანზე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ" - რა თქვა ზუროსმა ლიეტუვასთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"მოედანზე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ" - რა თქვა ზუროსმა ლიეტუვასთან მატჩამდე

"მოედანზე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ" - რა თქვა ზუროსმა ლიეტუვასთან მატჩამდე
1-08-2023, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დღეს კიდევ ერთ ამხანუგურ შეხვედრას ჩაატარებს. ეგვიპტესთან განცდილი მარცხის შემდეგ, ილია ზუროსის ბიჭები აუნასში ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კი მოახლოებულ შეხვედრაზე და მოლოდინებზე მედიასთან ნაკრების თავკაცმა ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ლიეტუვასთან თამაში კარგად გამოაჩენს, თუ სად არის რეალურად საქართველოს ნაკრები.

"ბედნიერი ვარ კაუნასში დაბრუნებით. ეს არის ადგილი, რომელთანაც უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს. ჩემი შვილიც აქაა დაბადებული და მუდამ მსიამოვნებს ამ ქალაქში ჩამოსვლა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს და მოლოდინებს, ვფიქრობ, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, დავინახოთ, თუ სად ვართ რეალურად. ლიეტუვის ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია
.


"მოედანზე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ" - რა თქვა ზუროსმა ლიეტუვასთან მატჩამდე

ნაკრების ბოლო ვარჯიში ლიეტუვასთან მატჩამდე

მოედანზე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, ვიშრომოთ და დავხვეწოთ ჩვენი თამაში. წინ ორი რთული შეხვედრაა, სადაც შედეგზე მნიშვნელოვანი გუნდის სათამაშო პოტენციალის გაუმჯობესებაა. ვიმედოვნებ, მომზადების პროცესში კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ."

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა ჟალგირისის არენაზე 20:20 საათზე გაიმართება. აქვე დავძენთ იმასაც, რომ ეგვიპტესთან თამაშისას მიღებული მცირე ტრავმის გამო დღეს ეროვნულს გუნდს გოგა ბითაძე ვერ დაეხმარება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.