ბარსელონას ფრანგმა ლეგიონერმა, უსმან დემბელემ ზოგიერთ თანაგუნდელს უკვე აცნობა იმის შესახებ, რომ ის კარიერის გაგრძელებას პარი სენ-ჟერმენში აპირებს.
აღსანიშნავია, რომ დემბელეს სულ რაღაც 24 საათი ჰქონდა იმისათვის, რათა ბარსელონასა და პარი სენ-ჟერმენს შორის არჩევანი გაეკეთებინა და როგორც აღმოჩნდა, უსმანმა სამშობლოში გადაბარგებას ხელი მოაწერა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 31 ივლისამდე ბარსელონა დემბელეს 50 მილიონ ევროს აფასებდა, რაც ფრანგებმა მალევე გამოიყენეს და დემბელეს წინადადებით მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე ბარსელონაში დორტმუნდიდან 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2017 წელს გადავიდა.