"ხვიჩა კვარაცხელიას არსენალში ტრანსფერს ხელს ეს ფაქტორი უწყობს" - ბრიტანელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელიას არსენალში ტრანსფერს ხელს ეს ფაქტორი უწყობს" - ბრიტანელი ჟურნალისტი

"ხვიჩა კვარაცხელიას არსენალში ტრანსფერს ხელს ეს ფაქტორი უწყობს" - ბრიტანელი ჟურნალისტი
2-08-2023, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის არსენალთან დაკავშირებულმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, სტივ კეიმ თქვა, რომ მეთოფეები ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით ბოლო პერიოდში აქტიურად დაინტერესდნენ.

ამავე ჟურნალისტის ინფორმაციის მიხედვით, იმის გამო, რომ ვიქტორ ოსიმენი ნაპოლიდან არსად მიდის, ჩნდება შანსი, რომ აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მეორე ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დათმოს.

სტივ კეი იმასაც ამბობს, რომ ნაპოლის ახლანდელ სპორტულ დირექტორ მაურო მელუზოს არსენალთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მას შეუძლია, რომ ქართველი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის გრანდთან მარტივად დააკავშიროს. საგულისხმოა, რომ მელუზოს გავლით არსენალმა ერთი ფეხბურთელი უკვე დაიმატა და ეს იაკუბ კივიორია.

ამდენად, ვიქტორ ოსიმენის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი ჩანს და ის ნაპოლიში უნდა დარჩეს, თუმცა ანალოგიურს კვარაცხელიაზე ზუსტად ამავე მიზეზის გამო ვერ ვიტყვით.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი გარემარბი უცხოურ Transfermarkt-ზე ამ ეტაპისთვის 85 მილიონ ევროდაა შეფასებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი