მიუნხენის ბაიერნის სენეგალელი შემტევი, სადიო მანე კარიერას ალ ნასრში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფაბრიციოს მტკიცებით, მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს და მალე სამედიცინო შემოწმებაც დაიგეგმება.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა ოდენობის თანხას მიიღებს ბაიერნი ამ გარიგების სანაცვლოდ.