როგორც აქამდე ვწერდით, ბაიერნის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან დრეზენი და ტექნიკური დირექტორი მარკო ნეპე დღეს ლონდონში ჩასვლას და ტოტენჰემის წარმომადგენლებთან (ჰარი კეინის ტრასნფერის თაობაზე) შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა, აღნიშნული შეხვედრა დროებით გადაიდო.
გერმანული გამოცემების მტკიცებით, შეხვედრის გადადება მომდევნო კვირისთვის დანიელ ლევიმ მოითხოვა (ტოტენჰემი) - თავის მხრივ, დრეზენი და მარკო ნეპე კვლავ მიუნხენში იმყოფებიან და ლონდონში გასაფრენი რეისი, რომელიც დილით 10 საათზე იყო ჩანიშნული, გააუქმეს.
მიუხედავად ჩაშლილი შეხვედრისა,ტრანსფერზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა ტოტენჰემის წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზე არიან.
დაგეგმილი ახალი შეხვედრა, სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში შედგება.