პირატები ტრიბუნას ტოვებენ - "სტადიონზე აღარ მოვალთ, სანამ გეგუჩაძე იქნება მწვრთნელი" » სპორტის ხაზი

პირატები ტრიბუნას ტოვებენ - "სტადიონზე აღარ მოვალთ, სანამ გეგუჩაძე იქნება მწვრთნელი"

პირატები ტრიბუნას ტოვებენ - "სტადიონზე აღარ მოვალთ, სანამ გეგუჩაძე იქნება მწვრთნელი"
27-07-2023, 13:26
Aa Aa
გაზიარება:

ბათუმის დინამოს ფან-კლუბის განცხადებით, ისინი აღარ აპირებენ სტადიონზე მისვლას მანამ, სანამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იქნება.

"ვინაიდან და რადგანაც დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ არ მიიღო ჩვენი აზრით გონივრული გადაწყვეტილება, საჭიროდ ჩავთვალეთ პირველებს ისევ ჩვენ გვემოქმედა.

კლუბის ხელმძღვანელობასთან და სტაფის წარმომადგენელთან შეხვედრა, ტირანასთან მატჩის შემდგომ, მეორე დღესვე გავმართეთ. მიღებული პასუხები ჩვენთვის არადამაჯერებელი და მიმდინარე რეალობასთან აცდენილი იყო, თუმცა მოვითათბირეთ და გუნდისთის გონივრული ვადის მიცემა გადავწყვიტეთ, შედეგად კი ვეტერანებთან შეხვედრა გვთხოვეს. აქვე დიდი პატივისცემა ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრას შეხვედრისთვის არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.

2011 წელს, როდესაც ფანკლუბი ფუძნდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით თუ ამ ფრაზის დაწერა მოგვიწევდა - პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვტოვებთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი არ დაგვემშვიდობება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ - თუ კი ვინმეს სურვილი აქვს მივიდეს სტადიონზე, უმორჩილესად გთხოვთ - პირატების ატრიბუტიკის გარეშე!
", - წერია განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი