"გაბრაზებული ვარ, ჩაკვეტაძის გარემოცვამ მოგვატყუა" - ვლადიმერ ვაისი » სპორტის ხაზი

"გაბრაზებული ვარ, ჩაკვეტაძის გარემოცვამ მოგვატყუა" - ვლადიმერ ვაისი

"გაბრაზებული ვარ, ჩაკვეტაძის გარემოცვამ მოგვატყუა" - ვლადიმერ ვაისი
25-07-2023, 15:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გენტიდან 1 წლით უოტფორდში გადავიდა და თავის დამკვიდრებას ინგლისში შეეცდება.

როგორც დაიწერა, გენტმა ინგლისელებისთვის გიორგის გამოსასყიდ თანხად 2 მილიონი ევრო დააწესა, რის გამოც ვლადიმერ ვაისი ძალიან გაბრაზდა. როგორც მან თქვა, გენტმა სლოვანისთვის არა 2, არამედ 4 მილიონი ევრო დააწესა, რის გამოც მათ ჩაკვეტაძესთან თანამშრომლობის გაგრძელება დიდი სურვილის მიუხედავად არ გამოუვიდათ:

"გიორგი ჩაკვეტაძესა და მის სამომავლო კარიერაზე ძალიან დიდი გავლენა აქვთ როგორც მის აგენტს, ასევე მის ახლო მეგობარს, რომელიც ასევე აგენტად შეგვიძლია მოვიაზროთ."

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა გიორგი დაგვეტოვებინა, თუმცა მათი გარემოცვისგან იგივე არ მიგვიღია, რის გამოც ვბრაზობ. ჩვენ მას დავეხმარეთ, ფორმა აღვუდგინეთ, თუმცა საბოლოოდ ვერაფერი მივიღეთ."

"გარდა გიორგის გარემოცვისა, საწყენი ისიცაა, რომ გენტმა ჩვენთვის ორჯერ დიდი ფასი დაასახელა გიორგის გამოსასყიდად, ვიდრე მათ ანალოგიური უოტფორდთან მიმართებით გააკეთეს"
, - თქვა ვლადიმერ ვაისმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი