ისევ კარლსრუე - რატომ ჩაიშალა ბუდუ ზივზივაძის ახალ კლუბში ტრანსფერი? » სპორტის ხაზი

ისევ კარლსრუე - რატომ ჩაიშალა ბუდუ ზივზივაძის ახალ კლუბში ტრანსფერი?

ისევ კარლსრუე - რატომ ჩაიშალა ბუდუ ზივზივაძის ახალ კლუბში ტრანსფერი?
24-07-2023, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, კარლსრუეს მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა მედიასთან ბუდუ ზივზივაძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ქართველ ფორვარდს კლუბიდან წასვლა უფრო მეტი სათამაშო წუთის მისაღებად სურდა.

აიხნერმა ისიც თქვა, რომ ზივზივაძეს ახალი კლუბი უკვე მოძებნილი ჰქონდა და ყველაფერი დროის საკითხი იყო, თუმცა დღეს დაიწერა, რომ ზივზივაძე გერმანულ კლუბში დარჩება, კარლსრუე კი მის პოტენციურ შემცვლელს აღარ შეიძენს.

როგორც ითქვა, ბუდუმ ბოლო ამხანაგური შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მთავარი მწვრთნელის სიმპათიაც დაიმსახურა. სავარაუდოდ, კრისტიან აიხნერმა ბუდუში მეტოქისთვის პოტენციური საფრთხე და ტაქტიკური სვლის გამოძახილი დაინახა, რამაც საბოლოოდ ქართველი ფეხბურთელი გერმანიაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეს დატოვების შემთხვევაში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში უნდა გადასულიყო. წინასწარ თქმა რთულია, თუმცა შესაძლოა, რომ მისთვის (სავსებით მოულოდნელად) კარგი პერიოდი დაიწყოს და იმაზე მეტი სათამაშო დრო მიიღოს კარლსრუეში, ვიდრე ეს წინა სეზონში იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი