2.7 მილიონი გამზადებულია - ლუკა ლოჩოშვილს გეზი ლა ლიგისკენ აქვს აღებული » სპორტის ხაზი

2.7 მილიონი გამზადებულია - ლუკა ლოჩოშვილს გეზი ლა ლიგისკენ აქვს აღებული

2.7 მილიონი გამზადებულია - ლუკა ლოჩოშვილს გეზი ლა ლიგისკენ აქვს აღებული
24-07-2023, 11:53
Aa Aa
გაზიარება:

ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია A-დან ქვედა დივიზიონში დაქვეითდა და როგორც ჩანს, ქართველ მცველს მხოლოდ ტოპ 5 ლიგაში თამაში აქვს გადაწყვეტილი, რის გამოც ის კლუბის გამოცვლას აპირებს.

დაახლოებით 1 კვირის წინ დაიწერა, რომ ლოჩოშვილის ტრანსფერით რაიო ვალეკანო ინტერესდებოდა, რაც სრული სიმართლე აღმოჩნდა და ესპანელები ქართველის წაყვანას სინამდვილეში აპირებენ.

Goal TV-ის ინფორმაციის მიხედვით, რაიო ვალეკანოს ხელმძღვანელებს 2.7 მილიონი ევრო კრემონეზესთვის უკვე გამზადებული აქვთ და ტრანსფერი მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.

ცნობისთვის, რაიო ვალეკანომ გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ადგილი 49 ქულით დაიკავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი