"მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა" - უცნობი ისტორია ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა" - უცნობი ისტორია ხვიჩა კვარაცხელიაზე

"მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა" - უცნობი ისტორია ხვიჩა კვარაცხელიაზე
23-07-2023, 10:56
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ერთი უცნობი ისტორია გაიხსენა, რაც კვარას კიდევ უფრო შეგაყვარებთ:

"ხვიჩას შესახებ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ქართველი ქალი, რომელიც მომვლელად მუშაობს, მივიდა სასტუმროსთან, სადაც ნაპოლის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. ეს ყველაფერი შუაღამისას მოხდა. ქალბატონმა ხვიჩას სახელის ყვირილი დაიწყო."

"კვარას ძალიან გაუხარდა, სასტუმროდან გამოვიდა, ქალბატონისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. აი, ასეთი ბიჭია ხვიჩა კვარაცხელია"
, - თქვა ნეაპოლური გუნდის გულშემატკივარმა

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს შვებულებიდან უკვე დაუბრუნდა და ახალი სეზონისთვის მზადებაც ოფიციალურად დაიწყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი