"ამ დიდებულ კლუბთან ურთიერთობას ვასრულებ" - გიორგი მაკარიძე უგუნდოდ დარჩა » სპორტის ხაზი

"ამ დიდებულ კლუბთან ურთიერთობას ვასრულებ" - გიორგი მაკარიძე უგუნდოდ დარჩა

"ამ დიდებულ კლუბთან ურთიერთობას ვასრულებ" - გიორგი მაკარიძე უგუნდოდ დარჩა
22-07-2023, 15:50
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა მეკარემ, გიორგი მაკარიძემ პორტუგალიურ მარიტიმუსთან კონტრაქტი გაწყვიტა და კლუბთან გამოსამშვიდობებელი წერილიც გამოაქვეყნა:

"ამ დიდებულ კლუბთან ურთიერთობას ვასრულებ. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება. ეს დიდებული კუნძული გაცილებით მეტს იმსახურებს! წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა", - დაწერა გიორგი მაკარიძემ

როგორც ირკვევა, 33 წლის მეკარე კლუბის ახალი სეზონისთვის არსებულ გეგმებში არ შედიოდა, რის გამოც 2024 წლამდე დადებული კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი. თუ ბოლო წლების ტენდენციას გავითვალისწინებთ, შესაძლოა მალე მაკარიძე ეროვნულ ლიგაში ვიხილოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი