"გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდში გადასვლით გაკვირვებული ამიტომ დავრჩი" - ბრიტანელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდში გადასვლით გაკვირვებული ამიტომ დავრჩი" - ბრიტანელი ჟურნალისტი

"გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდში გადასვლით გაკვირვებული ამიტომ დავრჩი" - ბრიტანელი ჟურნალისტი
23-07-2023, 12:46
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური გენტიდან მორიგი იჯარით განათხოვრდა და ამჯერად ინგლისურ უოტფორდში წავიდა, რომელიც რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს.

ამის შესახებ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა The Athletic-ის ჟურნალისტმა, კერძოდ სებასტიან სტაფორდ-ბლურმა, რომელმაც თქვა, რომ ჩაკვეტაძის უოტფორდში გადასვლით გაკვირვებული დარჩა და საამისო მიზეზიც დაასახელა:

"გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდში გადასვლით გაკვირვებული დავრჩი, მიზეზი კი მისი ფიზიკური კონდიციებია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ კომპონენტში ჩაკვეტაძის წლების წინ უჭირდა, ახლა კი შესაძლოა მომატებული ჰქონდეს."

"ჩაკვეტაძეს გერმანულ ჰამბურგში თამაშისას ეპიზოდური როლები ჰქონდა, თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გიორგის ბურთთან ერთად ხიფათის შექმნა შეუძლია."
- თქვა ჟურნალისტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი