ჩაკვეტაძე ლონდონში იმყოფება - ქართველმა შემტევმა შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს » სპორტის ხაზი

ჩაკვეტაძე ლონდონში იმყოფება - ქართველმა შემტევმა შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს

ჩაკვეტაძე ლონდონში იმყოფება - ქართველმა შემტევმა შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს
21-07-2023, 15:18
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების და ბელგიური გენტის ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ შესაძლოა კარიერა ინგლისის ჩემპიონშიპში გააგრძელოს.

ინფორმაციას ამის თაობაზე ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს და წერს, რომ 23 წლის ფეხბურთელი უოტფორდში ითამაშებს.

წყაროს მტკიცებით, გიორგიმ მეცის ლოდინის ფონზე გადაწყვიტა, რომ ინგლისში ითამაშოს და ფრანგულ კლუბს აღარ დაელოდოს - იწერება ისიც, რომ გენტსა და უოტფორდს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა, რაც იჯარას გამოსყიდვის უფლებით ითვალისწინებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ჩაკვეტაძე უკვე ლონდონშია და ამჯერად ტრანსფერს ხელს ვერაფერი შეუშლის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი