"ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ" - გეგუჩაძე წაგების მიზეზს ასახელებს? » სპორტის ხაზი

"ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ" - გეგუჩაძე წაგების მიზეზს ასახელებს?

"ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ" - გეგუჩაძე წაგების მიზეზს ასახელებს?
21-07-2023, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმმა განმეორებითი შეხვედრა ალბანური ტირანას წინააღმდეგ საკუთარ კედლებში გამართა და მატჩი 1:2 წააგო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მედიასთან გამოჩნდა ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ლაკონიური კომენტარი გააკეთა:

"მარცხის მიზეზებზე საუბარი რთულია. ყველას იმედი გვქონდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდოდით. უარყოფითად შევაფასებ ჩვენს თამაშს. ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ. არ ვიცი, მის ნაცვლად ვის დავიმატებთ. მეორე ტაიმში მამუჩაშვილი ნახევარდაცვაში გადავწიე, რადგანაც პრობლემები გვქონდა."

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ დინამო ბათუმი ტირანას დაამარცხებდა, მაშინ მათ საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალში ბეშიქთაშთან თამაში მოუწევდათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი