ანგარიში შემოატრიალეს - გორის დილა მომდევნო ეტაპზე გავიდა! » სპორტის ხაზი

ანგარიში შემოატრიალეს - გორის დილა მომდევნო ეტაპზე გავიდა!

ანგარიში შემოატრიალეს - გორის დილა მომდევნო ეტაპზე გავიდა!
20-07-2023, 23:08
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის (1/8 ფინალი) განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც გორის დილამ დუნაისკა სტრედას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ გუნდს პირველი მატჩი სლოვაკეთში 2:1 ჰქონდა წაგებული, ორი შეხვედრის ჯამში კი მომდევნო ეტაპზე გავიდა, - 3:2.

ჩვენი მხრიდან გოლები გორელთა ლეგიონერებმა, ბარბადოსელმა ტიერი გეილმა და ბრაზილიელმა ალეფ სანტოსმა გაიტანეს.

ცნობისთვის, ამავე საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალში გორის დილა უკრაინულ ვორსკლა პოლტავას შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი