საფრანგეთის "ლიგა 1-ის" უკანასკნელ ტურში სერხიო რამოსი "რეიმსთან" მატჩის დროს მოედნიდან გააძევეს. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა მცველმა წითელი ბარათი კარიერაში ოცდამერვეჯერ მიიღო.
როგორც ირკვევა, არსებობს შანსი, რომ სერხიო რამოსი 7 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ, რის განმაპირობებელი ფაქტორიც მისი აგრესიული ქცევა გახდა. RMC წერს, რომ ესპანელმა მცველმა მსაჯის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები წარმოთქვა (დედა შეაგინა), რასაც, შესაძლოა, რომ რეაგირება მოყვეს. ამ წუთისთვის, განხილვა სწორედ რამოსის ნათქვამის გაშიფვრაზე მიმდინარეობს და თუ შეურაცხმყოფელი სიტყვები დადასტურდა, მაშინ "პსჟ-ს" ვარსკვლავს 7 მატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ.