" აღარ ვიცი მის შესაფასებლად, რომელი ეპითეტი გამოვიყენო" - ანტონიო კასანო ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

" აღარ ვიცი მის შესაფასებლად, რომელი ეპითეტი გამოვიყენო" - ანტონიო კასანო ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს

" აღარ ვიცი მის შესაფასებლად, რომელი ეპითეტი გამოვიყენო" - ანტონიო კასანო ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს
11-10-2022, 20:45
Aa Aa
გაზიარება:

"რეალისა" და "რომას" ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშს კიდევ ერთხელ Bobo TV-ის ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა:

"აქ არის ქართველი, ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც აღარ ვიცი, რომელი ეპითეტი გამოვიყენო. ის აქ 2 თვის წინ ჩამოვიდა, იტალიური ენაც არ იცის, ახალ ქალაქს უნდა შეეგუოს, ხვიჩა კი ყველა შეხვედრაში განსხვავებას ქმნის. ვაღიარებ, არ მეგონა, თუ საქმე ასეთ ფენომენთან გვქონდა. ყოველ კვირას გააქვს გოლები და საგოლე პასებს აკეთებს. უბრალოდ, შესანიშნავია." - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის შემტევის მონაგარი 12 მატჩში, 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი