ალ ნასრის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, რაც გულშემატკივრებისთვის განხილვის მთავარ საგნდად იქცა.
რონალდუმ დაადასტურა, რომ ევროპაში დაბრუნებას არ აპირებს და საუდის არაბეთში თავს კარგად გრძნობს.
"100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ევროპულ ფეხბურთს აღარ დავუბრუნდები. საუდის არაბეთის ჩემპიონატისკენ გზა მე გავხსენი... ახლა კი ყველა მოთამაშე აქ მოდის.
საუდის არაბეთის ჩემპიონატი MLS-ზე უკეთესია", - განაცხადა რონალდომ.