გიორგი მამარდაშვილი 99%-ით ბაიერნის ფეხბურთელია - ყველაფერი მოსალოდნელ ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

გიორგი მამარდაშვილი 99%-ით ბაიერნის ფეხბურთელია - ყველაფერი მოსალოდნელ ტრანსფერზე

გიორგი მამარდაშვილი 99%-ით ბაიერნის ფეხბურთელია - ყველაფერი მოსალოდნელ ტრანსფერზე
18-07-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

სპორტული გამოცემა leadersport-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 99%-ით კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს.

"დიახ, თუ რამ სასწაული და გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩათვალეთ რომ გიორგი მამარდაშვილი დღედღეზე ბაიერნის ფეხბურთელი გახდება, - ეს ჩვენი სიტყვები არ გეგონოთ, ეს გერმანელი კოლეგის, პოპულარული კიკერის ჟურნალისტისა და ჩვენი ძველი მეგობრის ვოლფგან შმიდტის სიტყვებია წერილიდან, რომელიც ჩვენი ამ კითხვის საპასუხოდ დაგვიბრუნა: რა ხდება გიორგი მამარდაშვილის მიუნხენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით?
კოლეგა, რომელიც საკმაოდ ჩახედულია ბაიერნის სამზარეულოში, გვწერს, რომ გიორგი მამარდაშვილის ბაიერნში გადასვლის 99 პროცენტიანი ალბათობით, გადაწყვეტილია.
საქმე მარტივადაა: მიუნხენელები, დღესდღეობით ნომერ პირველ მეკარე იან ზომერს ასევე 99 პროცენტიანი ალბათობით ინტერს დაუთმობენ, მის ნაცვლად კი კონტრაქტს გიორგის გაუფორმებენ. ამჟამად, სწორედ მამარდაშვილის აგენტთან მიმდინარეობს კონტრაქტზე მუშაობა და თითქმის ყველა საკითხი მოგვარებულია. საუბარია ბაიერნი - მამარდაშვილის 5-წლიან თანამშრომლობაზე.
გიორგი გერმანულ გრანდში პირველი მეკარის სტატუსით გადავა, რადგანაც მანუელ ნოიერმა დღეს-ხვალ ფეხზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს და მინიმუმ 6 თვე უნდა დაისვენოს, ხოლო 6 თვის მერე რა იქნება, ღმერთმა იცის...
მილანისა და აიაქსის შემდეგ ქართველს ამ დონის გუნდში არ უთამაშია...", - წერს ლიდერსპორტი.

წყარო: leadersport.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.