როგორც იცით, ბოლო პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძე ფრანგულ მეცს დაუკავშირეს, რომელიც ლიგა 1-ში აღზევდა და ახალი ფეხბურთელების დამატებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ მეცი ჩაკვეტაძის იჯარის წესით აყვანას გეგმავდა, თუმცა ბელგიელი ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით ყველაფერი ჩაიშალა და ჩაკვეტაძე მიქაუტაძის გუნდელი არ გახდება.
მიუხედავად ამისა, გენტის საკუთრებაში მყოფი ჩაკვეტაძისადმი სხვა კლუბებსაც აქვთ ინტერესი, მათ შორის რუსეთიდან, რის შესახებაც ჩაკვეს აგენტმა ისაუბრა:
"დიახ, გიორგი ჩაკვეტაძისადმი ინტერესი რუსეთიდანაცაა, კერძოდ მოსკოვის დინამოდან, რის შესახებაც ჩემმა კოლეგამ მომაწოდა ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ჩაკვეტაძე იქ არ წავა, რადგან ეს მისი პრიორიტეტი არაა და მას შეთავაზებები სხვა კლუბებიდანაც აქვს." - თქვა ჩაკვეს აგენტმა
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ 1 წელი სლოვან ბრატისლავაში გაატარა, ახლა კი უფრო დიდი კარიერული ნაბიჯის გადადგმას აპირებს.