ახალი კლუბის ინტერესი - თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას ტოვებს? » სპორტის ხაზი

ახალი კლუბის ინტერესი - თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას ტოვებს?

ახალი კლუბის ინტერესი - თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას ტოვებს?
16-07-2023, 12:12
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და გუნდის ლიდერი, თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიაში თამაშობს და თოკოს შეეძლო, რომ ამავე გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი გამხდარიყო, თუმცა ფინალში ოლიმპია მილანოსთან დამარცხდა.

ამ წაგების შემდეგ იტალიური კლუბი დატოვა მილოშ ტეოდოშიჩმა, რომელიც ცრვენა ზვეზდაში გადაბარგდა. ბერძნული მედიის ინფორმაციის მიხედვით, თორნიკე შენგელიაც ანალოგიურ გზას ადგას.

აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელის დამატება თავად ცრვენა ზვეზდას მთავარ მწვრთნელს, დუშკო ივანოვიჩს სურს, რომელიც თორნიკეს მონაცემებით საკმაოდ მონუსხულია.

ცნობისთვის, თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიასთან ხელშეკრულება მომდევნო წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, ცრვენა ზვეზდას თორნიკეს სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.