"ბუდუ ზივზივაძეს სხვა კლუბში წასვლა სურს" - კარლსრუეს მწვრთნელის კომენტარი » სპორტის ხაზი

"ბუდუ ზივზივაძეს სხვა კლუბში წასვლა სურს" - კარლსრუეს მწვრთნელის კომენტარი

"ბუდუ ზივზივაძეს სხვა კლუბში წასვლა სურს" - კარლსრუეს მწვრთნელის კომენტარი
16-07-2023, 11:41
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე 2023 წლის დასაწყისში გერმანიის რანგით მეორე დივიზიონის კლუბ კარლსრუეში გადაბარგდა და ყველა იმედოვნებდა, რომ ეს ტრანსფერი ბუდუს განვითარებაში დაეხმარებოდა, თუმცა გერმანული თავგადასავალი ზივზივაძისთვის მხოლოდ რეგრესის მომტანი აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, კარლსრუეში წასვლიდან ზივზივაძემ ტრავმა მალევე მიიღო, რამაც მისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება კიდევ უფრო გაართულა. საბოლოოდ ზივზივაძემ გერმანული გუნდის მაისურით სულ რაღაც 10-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარის აღება მხოლოდ ერთხელ მოასწრო.

სწორედ ასეთი ვითარების გამო, კარლსრუეს მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა თქვა, რომ ქართველ ფორვარდს შეთავაზება სხვა კლუბიდან უკვე მიღებული აქვს, სადაც ბუდუს წასვლა და სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს:

"ბუდუ ზივზივაძემ წინადადება ახალი კლუბისგან მიიღო. მისი გაშვება მომგებიანი იქნება როგორც ჩვენთვის, ისე თავად ფეხბურთელისთვის. კარლსრუეს ახლა ფინანსური სტაბილურობა სჭირდება, ბუდუს კი სათამაშო წუთები."

"ჯერჯერობით ჩვენც არ ვიცით თუ რომელი კლუბია ზივზივაძის წაყვანით დაინტერესებული, თუმცა ის ნამდვილად ვიცით, რომ ბუდის გუნდის გამოცვლა სურს."
- თქვა აიხნერმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი