"გიორგი ჩაკვეტაძის მეცში ტრანსფერი გაყინულია" - ცნობილი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"გიორგი ჩაკვეტაძის მეცში ტრანსფერი გაყინულია" - ცნობილი ჟურნალისტი

"გიორგი ჩაკვეტაძის მეცში ტრანსფერი გაყინულია" - ცნობილი ჟურნალისტი
12-07-2023, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ბელგიელმა ჟურნალისტმა, საშა ტავოლიერმა დაწერა, რომ გენტის საკუთრებაში მყოფი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას მეცში გააგრძელებდა, რაც ცოტა ხნის წინ უარყო France Football-ის ჟურნალისტმა, ნაბილ ჯელიტიმ.

როგორც ჯელიტიმ დაწერა, ყველაფერი მეცის რუმინელმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ გაართულა, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობას ჩაკვეტაძის ტრანსფერის სურვილის დასადასტურებლად 2 დღე სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლონის ჩაკვეს ტრანსფერისთვის მწვანე შუქი ჯერ კიდევ არ აუნთია, მხარეები კი მოლოდინის რეჟიმში არიან. როგორც ჩანს, გიორგის მომავალთან დაკავშირებით უმთავრეს გადაწყვეტილებას რუმინელი სპეციალისტი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ გასული სეზონი სლოვან ბრატისლავაში გაატარა, სადაც მან სათამაშო ფორმა მეტ-ნაკლებად აღიდგინა და ახლა კიდევ უფრო დიდი ნაბიჯის გადადგმას აპირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი