"იქნებ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფურორიც კი მოახდინოს" - ფროზინონეს პრეზიდენტი კვერნაძეზე » სპორტის ხაზი

"იქნებ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფურორიც კი მოახდინოს" - ფროზინონეს პრეზიდენტი კვერნაძეზე

"იქნებ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფურორიც კი მოახდინოს" - ფროზინონეს პრეზიდენტი კვერნაძეზე
13-07-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე ფროზინონეში 1 წლიანი იჯარის წესით გადაბარგდა.

იტალიური კლუბის პრეზიდენტმა, მაურიციო სტირპემ არაერთხელ აღნიშნა, რომ კლუბში გიორგის ძალიან ეიმედებათ და მასზე დიდი ნდობაა გამოცხადებული:

"ასეთი მოთამაშის დამატება ყოველთვის დიდ სიფრთხილეებთან და გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ძალიან გვინდა, რომ ჩვენი იმედები გაამართლოს და ფროზინონეს მაისურით დასამახსოვრებელი მატჩები გამართოს."

"ვინ იცის, იქნებ ისეთვე ფურორი მოახდინოს, როგორც მისმა თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიამ."
- თქვა მაურიციო სტირპემ

შეგახსენებთ, რომ ფროზინონე სერია A-ს ახალ სეზონს 19 აგვისტოს დაიწყებს, მათი პირველი მეტოქე კი სწორედ ნაპოლი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი