დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას ასტანას წინააღმდეგ დღეს გამართავს.
აი, რაზე ისაუბრა მეტოქე გუნდის დამრიგებელმა დღევანდელი მატჩის წინ:
"რთულ თამაშს ველით, რადგან ისინი ქვეყნის ჩემპიონები არიან. ჩავატარეთ ანალიზი და მათი ძლიერი მხარეები შევსწავლეთ, მეტოქის დაუფასებლობა არ იქნება."
"დინამო თბილისი ტონუსშია და კარგ ფიზიკურ კონდიციებში იქნება, თუმცა ქალაქში დიდი შემართებაა, რაც გამარჯვებად უნდა გარდავსახოთ."
"ჩემი აზრით, შანსები თანაბარია, მაგრამ შევეცდებით, რომ მასპინძლის სტატუსი გამოვიყენოთ და მეტოქე სახლში დამარცხებული გავუშვათ." - თქვა გრიგორი ბაბაიანმა
შეგახსენებთ, რომ ასტანასა და დინამოს დღევანდელი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟი კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.