ინტერესი MLS-დან | რომელ ამერიკულ კლუბს სურს საბა ლობჟანიძის შეძენა? » სპორტის ხაზი

ინტერესი MLS-დან | რომელ ამერიკულ კლუბს სურს საბა ლობჟანიძის შეძენა?

ინტერესი MLS-დან | რომელ ამერიკულ კლუბს სურს საბა ლობჟანიძის შეძენა?
12-07-2023, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების 28 წლის გარემარბმა, საბა ლობჟანიძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი კარაგუმრუკში იჯარის წესით გაატარა, სადაც მან 10 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

იჯარის დასრულების შემდეგ ლობჟანიძე ამავე ქვეყნის გუნდ ჰატაისპორში დაბრუნდა, რომელსაც ქართველი მოთამაშის თაობაზე წინადადება MLS-დან მიუვიდა.

როგორც Sports Digitale-ს ინფორმაციიდან ვიგებთ, ლობჟანიძის შეძენით ამერიკული ატლანტა იუნაიტედია დაინტერესებული, რომელიც ჰატაისპორთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ამავე წყაროს მიხედვით, საბა ლობჟანიძის კლუბში დარჩენის შესახებ უმთავრეს გადაწყვეტილებას ჰატაისპორის მწვრთნელი, ვოლკან დემირალი მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი