საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძის იჯარა სლოვან ბრატისლავაში ოფიციალურად დასრულებულია.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გიორგი ბელგიურ გენტში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა გუშინ ყველასთვის მოულოდნელი და სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა.
L'equipe-ს ინფორმაციის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძის მეცი ჩაკვეტაძის 1 წლით იჯარის წესით დამატებაზე მუშაობს.
იმ შემთხვევაში თუ ჩაკვე მეცში კარგ სეზონს ჩაატარებს და ფრანგებს თავს მოაწონებს, მაშინ მეცის ხელმძღვანელობას გენტისთვის 2 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.