"კლუბი გიორგის სანაცვლოდ სარფიან წინადადებაზე უარს ვერ იტყვის" - მეცის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"კლუბი გიორგის სანაცვლოდ სარფიან წინადადებაზე უარს ვერ იტყვის" - მეცის მწვრთნელი

"კლუბი გიორგის სანაცვლოდ სარფიან წინადადებაზე უარს ვერ იტყვის" - მეცის მწვრთნელი
12-07-2023, 14:22
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის იუვენტუსი, ლილი, ლიონი და სხვები, - საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის ლიდერ გიორგი მიქაუტაძეს არაერთ გუნდს უკავშირებენ და როგორც იწერება, გასული სეზონის ლიგა 2-ის ბომბარდირმა კლუბი ამ ზაფხულს უნდა გამოიცვალოს.

ამ ყველაფრის შესახებ ისაუბრა მეცის რუმინელმა დამრიგებელმა, ლასლო ბოლონიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუბი ქარის საწინააღმდეგოდ ვერ იმოქმედებს. ამაში ბოლონიმ ის იგულისხმა, რომ მეცს სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში მიქაუტაძის გაყიდვა მოუწევს:

"ვზივარ, ვფიქრობ და თავში ერთი აზრი მიტრიალებს, მან ლიგა 1-ის პირველ შეხვედრაში რენის კარი უნდა აიღოს (იღიმის). თუ სერიოზულად გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, მეცი ქარის საწინააღმდეგოდ ვერ ივლის. იმ შემთხვევაში თუ კლუბი ნოყიერ შეთავაზებას მიიღებს, მაშინ გიორგისთან დამშვიდობება მოგვიწევს."

"მე ბოლომდე მესმის გუნდის ხელმძღვანელობის და ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მათ ვერ გავაკრიტიკებ."
- თქვა ბოლონიმ

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ წინა სეზონის საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში თავი 23 გოლს მოუყარა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი