"პირველ რაუნდში ნოკაუტი არ მიუღია, ამას ჩემგან მიიღებს" - ილია თოფურია ვოლკანოვსკიზე » სპორტის ხაზი

"პირველ რაუნდში ნოკაუტი არ მიუღია, ამას ჩემგან მიიღებს" - ილია თოფურია ვოლკანოვსკიზე

"პირველ რაუნდში ნოკაუტი არ მიუღია, ამას ჩემგან მიიღებს" - ილია თოფურია ვოლკანოვსკიზე
12-07-2023, 13:28
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი და ქვემსუბუქი კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი, ილია თოფურია გაჩერებას არ აპირებს და ამბობს, რომ მოქმედ ჩემპიონთან, ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან პირველ ან მეორე რაუნდში ნოკაუტით მოიგებს.

ცხადია, ეს შეხვედრა ჯერ ოფიციალურად ჩანიშნული არაა, თუმცა ამას წინ ბევრი არაფერი უდგას. UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უიაითმა განაცხადა, რომ ახლა ყველაფერი ავსტრალიელ მებრძოლზე იქნება დამოკიდებული. თუ ის იტყვის, რომ მომდევნო ორთაბრძოლის გამართვა თოფურიასთან უნდა, მაშინ ბრძოლა დანამდვილებით შედგება.

აი, რა თქვა ილია თოფურიამ სამომავლო მეტოქის შესახებ:

"ეჭვიც კი არ მეპარება იმაში, რომ ვოლკანოვსკის საკმაოდ იოლად დავამარცხებ. როგორც ის ამბობს, კარიერაში ყველაზე მარტივ გამარჯვებას ჩემთან მოიპოვებს. კარგი, ვნახოთ რა მოხდება. ძალები შემოინახე, ჩემპიონო."

"მან კარგად იცის, რომ სატიტულო ბრძოლა დავიმსახურე და ახლა მის პასუხს ველი. შემიძლია, რომ პირველ ან მეორე რაუნდში დავანოკაუტო. ეს ჯერ არავის გაუკეთებია, რაც ძალიან კარგია, რადგან პირველი მე ვიქნები."
- თქვა თოფურიამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი