"ხვიჩა მალე გაიყიდება, მისი შემცვლელი ნიდერლანდებში ნახეს" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა მალე გაიყიდება, მისი შემცვლელი ნიდერლანდებში ნახეს" - იტალიელი ჟურნალისტი

"ხვიჩა მალე გაიყიდება, მისი შემცვლელი ნიდერლანდებში ნახეს" - იტალიელი ჟურნალისტი
12-07-2023, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო გადაცემა "7 Gold-ის" სტუმარი იყო ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, პაოლო ბარჯიჯა, რომელმაც ნაპოლის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ბარჯიჯამ თქვა, ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის სულ მალე დატოვებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია კლუბიდან მომდევნო წლის ზაფხულში წავა. პაოლომ ისიც აღნიშნა, რომ დე ლაურენტისმა კვარას შემცვლელი თავის სიაში უკვე მოინიშნა კიდეც:

"ყველამ ვიცით თუ როგორი არაპროგნოზირებადია სატრანსფერო ფანჯარა. მიუხედავად ამისა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ნაპოლი ვიქტორ ოსიმენმა უახლოეს პერიოდში უნდა დატოვოს. ვფიქრობ, ის კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და სხვა კლუბში წავა."

"ხვიჩა კვარაცხელიასაც ანალოგიური გზა ელის, ოღონდ 2024 წლის ზაფხულში. სხვათაშორის, აურელიო დე ლაურენტისმა მისი შემცვლელისთვის დაკვირვება უკვე დაიწყო და ეს ნიდერლანდებში მოთამაშე იესპერ კარლსონია."
- თქვა ჟურნალისტმა

ცნობისთვის, იესპერ კარლსონი 24 წლის შვედი ფეხბურთელია, რომელმაც გასულ სეზონში ალკმაარის მაისურით ერედივიზიონში 23 მატჩი ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი