ნაპოლისაც მოადგნენ - მარიო რუი საუდის არაბეთის ლიგის გუნდს დაუკავშირეს » სპორტის ხაზი

ნაპოლისაც მოადგნენ - მარიო რუი საუდის არაბეთის ლიგის გუნდს დაუკავშირეს

ნაპოლისაც მოადგნენ - მარიო რუი საუდის არაბეთის ლიგის გუნდს დაუკავშირეს
11-07-2023, 11:46
Aa Aa
გაზიარება:

ვინ მოთვლის თუ მერამდენე ფეხბურთელის წაყვანა სურთ ამ ზაფხულს არაბებს ევროპული ფეხბურთიდან. როგორც ჩანს, ახლა ნაპოლისა და მარიო რუის ჯერიც დადგა.

Sportitalia-ს ინფორმაციის მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრი გაძლიერებას განაგრძობს და მათი მომდევნო მიზანი სწორედ ნაპოლის მარცხენა მცველის, მარიო რუის გაფორმებაა.

თავად პორტუგალიელ მცველს პარტენოპეისთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, თუმცა ამავე წყაროს თუ დავუჯერებთ, 32 წლის ფეხბურთელი საუდის არაბეთში ამ ზაფხულს უნდა წავიდეს.

შეგახსენებთ, რომ მარიო რუი ნაპოლიში 2017 წლიდან თამაშობს. ამ დრომდე რუიმ ნეაპოლელთა მაისურით 199 მატჩი ითამაშა და მეტოქეთა კარის აღება სულ რაღაც 3-ჯერ შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი