როგორც იცით, გიორგი ჩაკვეტაძეს სლოვან ბრატისლავასთან იჯარა ამოეწურა, რის გამოც ქართველს სლოვაკურ გუნდთან დამშვიდობება უწევს.
ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ ბელგიური გენტის ფეხბურთელია და სწორედ გენტის მესვეურებმა უნდა გადაწყვიტონ თუ სად და როგორ გააგრძელებს გიორგი კარიერას.
რამდენიმე წუთის წინ დაიწერა, რომ ჩაკვეტაძის ტრანსფერზე გიორგი მიქაუტაძის მეცი მუშაობს და არის შანსი, რომ 2023/2024 წლების სეზონში ლიგა 1-ში ორი ქართველი ერთბაშად ვიხილოთ.