"თოფურიამ ენა გააჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისაღებს მიიღებს" - ალექსანდერ ვოლკანოვსკი » სპორტის ხაზი

"თოფურიამ ენა გააჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისაღებს მიიღებს" - ალექსანდერ ვოლკანოვსკი

"თოფურიამ ენა გააჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისაღებს მიიღებს" - ალექსანდერ ვოლკანოვსკი
10-07-2023, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

დღეს დილით, 08:00 საათზე ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ იაირ როდრიგესი ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი კატეგორიის ჩემპიონის ტიტული მორიგ ჯერზე დაიცვა.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ილია თოფურია გასახდელისკენ მიმავალ ვოლკანოვსკის გზად გადაეყარა და მასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავსტრალიელი მებრძოლი ქართველის წინააღმდეგ დაპირისპირებაზე კომენტარს არ აკეთებდა, თუმცა ახლა ასეთი რამ თქვა:

"ამ ეტაპზე არ ვიცი თუ როგორ გადაწყვეტილებას მივიღებ და ვისთან ვიჩხუბებ ქამრის დასაცავად, თუმცა ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ჩემპიონობის დათმობა არავისთვის არ მინდა."

"ხელზე ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, რასაც მოვაგვარებ და 2023 წელს კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ. ილია თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს და თუ ენას არ გააჩუმებს, მაშინ მისაღებს მიიღებს."
- თქვა ვოლკანოვსკიმ

ალექსანდერ ვოლკანოვსკის ამ კომენტარით თუ ვივარაუდებთ, ილიასა და მისი ორთაბრძოლა ამ წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი