მასზე ბევრს არ საუბრობენ - რომელი კლუბები დაინტერესდნენ სანდრო კალანდაძის ტრანსფერით? » სპორტის ხაზი

მასზე ბევრს არ საუბრობენ - რომელი კლუბები დაინტერესდნენ სანდრო კალანდაძის ტრანსფერით?

მასზე ბევრს არ საუბრობენ - რომელი კლუბები დაინტერესდნენ სანდრო კალანდაძის ტრანსფერით?
10-07-2023, 12:18
Aa Aa
გაზიარება:

ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ გულშემატკივარს დასამახსოვრებელი დღეები აჩუქა. ცხადია, უპირველეს ყოვლისა, 1/4 ფინალში თამაში და მოპოვებული წარმატება გუნდურმა თამაშმა, გუნდურმა სულისკვეთებამ მოგვცა და კონკრეტული მოთამაშეების გამოყოფა უხერხული იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, რამაზ სვანაძის გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთა შესახებაც ძალიან ბევრი იწერება (გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი და ა.შ), ამის გამო კი სხვა მოთამაშეთა კარგი პერფორმანსი საკუთარ თავზე ჩრდილს იღებს. მაგალითად, სწორედ ასეთია სანდრო კალანდაძე, რომელმაც ევროპირველობაზე ოთხივე მატჩი შეუცვლელად ითამაშა, მისი კარგი ასპარეზობა კი თურქულ და შვეიცარიულ კლუბებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ.

აი, რაზე ისაუბრა ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან სანდრო კალანდაძესთან დაკავშირებით:

"სანდრომ ევროპის ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, რის გამოც მის მიმართ ინტერესი სხვადასხვა ქვეყნის კლუბებიდან გაჩნდა. როგორც მან, ისე მისმა მეწყვილეებმა ევროპას აჩვენეს, რომ წამყვან კლუბებში ქართველების ნდობაც შეიძლება."

"ჩემთვის ცნობილია, რომ კალანდაძის ტრანსფერით ტრაბზონსპორია დაინტერესებული. გარდა ამისა, შევიტყვე უნგრული კლუბების შესახებაც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება შვეიცარიიდან მოდის."

"ახლა მთავარი ისაა, რომ სანდრომ დინამოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი კარგად წარმოაჩინოს, მისი ტრანსფერით კი კმაყოფილი დარჩეს როგორც ახალი კლუბი, ისე თავად დინამოც."
- თქვა ლაშა ოდილაძემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი