სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ახალგაზრდული ევრო 2023-ის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ინგლისი და ესპანეთი ხვდებოდნენ.
ეს მატჩი საქართველოში, კერძოდ დინამო ბათუმის სტადიონზე ჩატარდა და გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ, რომელბმაც მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო წუთებზე ესპანეთმა ანგარიშის გათანაბრების 100%-იანი შანსი მიიღო, თუმცა აბელ რუისმა პენალტი ვერ გამოიყენა და ინგლისმა ნანატრი ტიტული მოიგო.