დე ლაურენტისი იწყებს - ნაპოლის პირველი ტრანსფერი დავიდე ფარაონი იქნება » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი იწყებს - ნაპოლის პირველი ტრანსფერი დავიდე ფარაონი იქნება

დე ლაურენტისი იწყებს - ნაპოლის პირველი ტრანსფერი დავიდე ფარაონი იქნება
8-07-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ამ ზაფხულს ჯერ არავინ უყიდია, თუმცა Spazionapoli-მ დაწერა, რომ კლუბი პირველ შესყიდვას ვერონადან გეგმავს.

ამავე წყაროს მოჰყავს ნიკოლო სკირას, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის კომენტარი, რომელიც ადასტურებს, რომ ვერონას ფარაონის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი, მისი უმთავრესი მსურველი კი სწორედ ნაპოლია.

31 წლის დავიდე ფარაონიმ გასულ სეზონში ვერონას მაისურით სერია A-ში 24-ჯერ ითამაშა, სამი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება კარიერის დანარჩენ პერიოდს, ის დავიდეს ისეთ გუნდებში აქვს გატარებული, როგორებიც ინტერი, უდინეზე, უოტფორდი, პერუჯა და ნოვარაა.

როგორც Transfermarkt-ზე ვეცნობით, ფარაონის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი