კრისტიანო ჯუნტოლიმ ნაპოლის სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა და ამავე პოსტზე ტურინის იუვენტუსს ოფიციალურად შეუერთდა.
მიუხედავად იმისა, რომ კრისტიანო "ბებერ ქალბატონში" ახალი მისულია, მისთვის სეზონი უკვე გახსნილია. როგორც Forza Juventus-მა დაწერა, ჯუნტოლი ამ ზაფხულს იუვენტუსში ორი მოთამაშის მიყვანას შეეცდება:
"კრისტიანომ და კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ერთმანეთში სატელეფონო ზარის საშუალებით ისაუბრეს და ჯუნტოლიმ უკვე იცის თუ რომელი ფეხბურთელების დამატება სურს ალეგრის."
"იუვენტუსის ახალი სპორტული დირექტორი შეეცდება, რომ ზაფხულში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და დომენიკო ბერარდი გაიფორმოს, ხოლო თუ რომელი მოთამაშეა ამ ორს შორის პრიორიტეტული, ამას მოგვიანებით გავიგებთ." - წერს გამოცემა