"ერთადერთი მოჭიდავე, ვინც ეს მოახერხა" - ლევან თედიაშვილის განუმეორებელი შედეგი » სპორტის ხაზი

"ერთადერთი მოჭიდავე, ვინც ეს მოახერხა" - ლევან თედიაშვილის განუმეორებელი შედეგი

"ერთადერთი მოჭიდავე, ვინც ეს მოახერხა" - ლევან თედიაშვილის განუმეორებელი შედეგი
7-07-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის ანგარიშზე მრავალი ბრწყინვალე ტიტულია, შესაბამისად მისი სახელი მსოფლიოს საუკეთოს ფალავნებს შორის სამუდამოდ დარჩება.

1974 წელს სტამბულის მსოფლიო ჩემპიონატზე ლევანმა სამ წამში მოუგო შვეიცარიელ რაფაელ მარტინეტის. ერთი წლით ადრე თეირანში თედიაშვილი ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, სამი დღის შემდეგ კი სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლევან თედიაშვილი მსოფლიოში ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც სამ სხვადასხვა წონაში მოიპოვა უმაღლესი სპორტული ჯილდოები.

ლეგენდარული ქართველი ფალავანი არის - ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.