ნაპოლის გეგმები ჩაიშალა - არდა გულერი რეალ მადრიდში მიდის » სპორტის ხაზი

ნაპოლის გეგმები ჩაიშალა - არდა გულერი რეალ მადრიდში მიდის

ნაპოლის გეგმები ჩაიშალა - არდა გულერი რეალ მადრიდში მიდის
6-07-2023, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო თვეების განმავლობაში ნაპოლის აქტიურად უკავშირებდნენ ფენერბაჰჩეს ახალგაზრდა ტალანტს, არდა გულერს, რომელთან ერთადაც აურელიო დე ლაურენტისს მომაკვდინებელი შემტევი ტრიოს შექმნა ჰქონდა გადაწყვეტილი.

ნაპოლი აპირებდა, რომ 18 წლის ფეხბურთელში გამოსასყიდი თანხა გადაეხადა, თუმცა, როგორც ჩანს, თურქი მოთამაშე არა პარტენოპეიში, არამედ რეალ მადრიდში გადადის:

"მადრიდის რეალმა არდა გულერისთვის სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნა. ახლა მხოლოდ ფორმალური ნაწილია დარჩენილი იმისათვის, რათა რეალმა ახალი ტრანსფერის შესახებ გამოაცხადოს."

"2005 წელს დაბადებული საფეხბურთო ბრილიანტი მადრიდში დღეს საღამოს ჩაფრინდება და კონტრაქტის დეტალებს ადგილზე გაეცნობა."
- დაწერა ფაბრიციო რომანომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი