ორმხრივი პირობებით - რაზე ისაუბრეს ოსიმენმა და დე ლაურენტისმა უკანასკნელ შეხვედრაზე? » სპორტის ხაზი

ორმხრივი პირობებით - რაზე ისაუბრეს ოსიმენმა და დე ლაურენტისმა უკანასკნელ შეხვედრაზე?

ორმხრივი პირობებით - რაზე ისაუბრეს ოსიმენმა და დე ლაურენტისმა უკანასკნელ შეხვედრაზე?
8-07-2023, 16:56
Aa Aa
გაზიარება:

საუბრები არ წყდება ვიქტორ ოსიმენისა და მისი ნაპოლიში დარჩენის საკითხთან დაკავშირებით. ნიგერიელი სტრაიკერით არაერთი გრანდია დაინტერესებული, ერთ-ერთი მთავარი კი მანჩესტერ იუნაიტედია.

როგორც Sky Sports Italia-მ დაწერა, ბოლო შეხვედრაზე ოსიმენმა და დე ლაურენტისმა ერთმანეთს პირობები წარუდგინეს:

"ვიქტორ ოსიმენს სურს, რომ კლუბმა მისი ანაზღაურება გაზარდოს და ნაპოლიში ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელად აქციოს. თავის მხრივ, აურელიო დე ლაურენტისი ამაზე იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ნიგერიელი ფორვარდი კონტრაქტს გაახანგრძლივებს და მისი ახალი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იქნება." - დაწერა იტალიურმა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 31 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი