"რამდენიმე ფეხბურთელი B-გუნდში უნდა გავუშვათ" | ვლადიმერ ვაისის გუნდი "ტრენჩინთან" განადგურდა » სპორტის ხაზი

"რამდენიმე ფეხბურთელი B-გუნდში უნდა გავუშვათ" | ვლადიმერ ვაისის გუნდი "ტრენჩინთან" განადგურდა

"რამდენიმე ფეხბურთელი B-გუნდში უნდა გავუშვათ" | ვლადიმერ ვაისის გუნდი "ტრენჩინთან" განადგურდა
10-10-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ქართველების "სლოვან ბრატისლავა" შიდა ჩემპიონატში "ტრენჩინთან" 4:0 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღშფოთება და ბრაზი გულწრფელად გამოხატა:

"დღევანდელი შედეგი ნამდვილი სირცხვილია როგორც ჩემთვის, ისე კლუბისთვის და ფეხბურთელებისთვის, თუმცა როგორც ჩანს, ყველა ფეხბურთელისთვის არა. ახლა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. იმის თქმა შემიძლია, რომ ასე საკუთარი გუნდისთვის არავინ იბრძვის. მაშინ, როცა ანგარიში თანაბარი იყო, ორი მომენტი შეგვექმნა, თუმცა სავალალო ფაქტია, რომ ჩვენი ბოლო 4 გოლიდან 3 მცველებმა გაიტანეს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ და ვამჩნევ, რომ ვიღაცები სლოვანში ნდობის მიღებას არ იმსახურებენ, ამიტომ ზოგი მათგანი B გუნდში უნდა გავუშვათ", - ვლადიმერ ვაისი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში გურამ კაშიას და გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშიათ, რადგან ქართველებმა "ბაზელთან" კონფერენს ლიგაზე გასამართი მატჩის წინ დასასვენებელი დრო მიიღეს, ხოლო ჯაბა კანკავა თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი