"საქართველოს უამრავი საჩუქარი გავუკეთეთ, მატჩი ამიტომ წავაგეთ" - იტალიის ნაკრების მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"საქართველოს უამრავი საჩუქარი გავუკეთეთ, მატჩი ამიტომ წავაგეთ" - იტალიის ნაკრების მწვრთნელი

"საქართველოს უამრავი საჩუქარი გავუკეთეთ, მატჩი ამიტომ წავაგეთ" - იტალიის ნაკრების მწვრთნელი
5-07-2023, 12:26
Aa Aa
გაზიარება:

4 ივნისის შეხვედრაში რაგბის 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში იტალიის ნაკრები 30:17 დაამარცხეს.

აღნიშნული მატჩი მედიასთან შეაფასა მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმო ბრუნელომ, რომელმაც ბორჯღალოსნების გამარჯვებას დამსახურებული უწოდა, თუმცა ისიც დაამატა, რომ იტალიის მარცხი იტალიისვე შეცდომებმა განაპირობა:

"უპირველეს ყოვლისა, მეტოქეს უნდა მივულოცო, მათ გამარჯვება დაიმსახურეს. მათ ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაში დაამტკიცეს, რომ საკმაოდ ძლიერები არიან. მიუხედავად ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ძალიან ბევრი საჩუქარი გავუკეთეთ, რაც შესანიშნავად გამოიყენეს. ეს იყო ჩვენი დისციპლინის ნაკლებობის ბრალი, განსაკუთრებით საქართველოს მესამე ლელოს დროს, როდესაც სხვაობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი და შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა."

"ეს არის პროცესი და განვითარების გზა. საქართველოსთან არ გვიჩვენებია საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. იმედგაცრუებული ვარ, რადგან საქართველოსთან მატჩამდე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ვიცოდით, რომ ეს გზა ან ჯოჯოხეთამდე ან სამოთხემდე მიგვიყვანდა. ახლა მოგვიწევს, რომ ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად (9-12 ადგილები) ვიბრძოლოთ, ეს კი ნამდვილი ომის ტოლფასია."
- თქვა იტალიის დამრიგებელმა

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და ჩვენი მომდევნო მატჩი უელსის წინააღმდეგ 9 ივლისს გაიმართება (5-8 ადგილები).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი